ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ფიქრობს მადრიდის „რეალში“ დაბრუნებაზე, – ამტკიცებს გაზეთი „მარკა“.
იტყობინებიან იმასაც, რომ პორტუგალიელი უკვე დაუკავშირდა თავის ყოფილ კლუბს იმისთვის, რათა აცნობო მას საკუთარი განწყობის შესახებ. ამ მომენტისთვის, 35 წლის ფორვარდს „რეალის“ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის დალაგება მოუწევს, რომელიც სერიოზულად დაზარალდა ფეხბურთელის ტურინში გადასვლის სურვილის გამო. აღნიშნავენ, რომ რონალდოს ბოლო პერიოდში „რეალის“ მხოლოდ ერთ წარმომადგენელთან – მცველ მარსელოსთან ჰქონდა კონტაქტი.
ნოემბერში სხვა წყარომ დაწერა, რომ „იუვენტუსი“ მართლაც განიხილავს რონალდოს გაყიდვის შესაძლებლობას სეზონის დასრულების შემდეგ. ძირითადი მიზეზი – ფეხბურთელის მაღალი ხელფასია.
კრიშტიანო რონალდო „რეალში“ 2009-18 წლებში თამაშობდა.