კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის მორიგი ორი ტურისთვის გამოიძახა.

მეკარეები – დიოგუ კოშტა (პორტუ), ჯოზე სა (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), რუი პატრისიუ (რომა, იტალია);

მცველები – დიოგუ დალოტი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ნელსონ სემედუ (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ჟოაუ კანსელუ (ბარსელონა, ესპანეთი), რაფაელ გერეირუ (ბაიერნი, გერმანია), ანტონიუ სილვა (ბენფიკა), გონსალუ ინასიუ (სპორტინგი), დანილუ პერეირა (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ტოტე გომეში (ვულვერჰემპტონი, ინგლისი);

ნახევარმცველები – ჟოაუ პალინია (ფულჰემი, ინგლისი), რუბენ ნევეში (ალ-ჰილალი, საუდის არაბეთი), ჟოაო ნევეში (ბენფიკა), ბრუნუ ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ოტავიო (პორტუ), ვიტინია (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი);

ფორვარდები – რიკარდუ ორტა (ბრაგა), ჟოაუ ფელიქსი (ბარსელონა, ესპანეთი), ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), დიოგუ ჟოტა (ლივერპული, ინგლისი), კრიშტიანო რონალდო (ალ-ნასრი, საუდის არაბეთი), გონსალუ რამუში (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), რაფაელ ლეაუ (მილანი, იტალია), პედრო ნეტუ (ვულვერჰემპტონი, ინგლისი).

პორტუგალია 13 ოქტომბერს შინ შეხვდება სლოვაკეთს და 16 ოქტომბერს სტუმრად – ბოსნიას.