კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელი იქნება, ვინც მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს
კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელი იქნება, ვინც მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდება, ვინც კარიერაში ერთ მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს, – წერს გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“.

როგორც ირკვევა, პორტუგალიელი ფეხბურთელი მილიარდი დოლარის ნიშნულს 2020 წელს მიაღწევს, მიუხედავად იმისა, რომ „იუვენტუსის” მოთამაშეებს კორონავირუსით გამოწვეული კარანტინის გამო, ხელფასები შეუმცირეს.

კლუბისგან მიღებული ხელფასის გარდა, რონალდოს შემოსავალია მამაკაცის ტანსაცმლის ბრენდი CR7, სასტუმროების ქსელი, აგრეთვე, სარეკლამო კონტრაქტები.

კრიშტიანო მესამე სპორტსმენი გახდება ისტორიაში, ვინც მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. მანამდე ეს შეძლეს ამერიკელმა გოლფისტმა ტაიგერ ვუდსმა და ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა. სავარაუდოდ, ამ სამეულს 2020 წელს შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი შეუერთდება.