კრიშტიანო რონალდო პირლოს ტელეფონით დაუკავშირდა და თავისი სტატუსის შესახებ შეიტყო
კრიშტიანო რონალდო პირლოს ტელეფონით დაუკავშირდა და თავისი სტატუსის შესახებ შეიტყო

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ სატელეფონო საუბარი გამართა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელთან ანდრეა პირლოსთან. 35 წლის პორტუგალიელმა პირდაპირ ჰკითხა პირლოს გუნდში თავისი სტატუსის შესახებ.

როგორც „გაძეტა დელო სპორტი“ წერს, 41 წლის სპეციალისტმა აღუთქვა რონალდოს, რომ მას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიიჩნევს და არანაირ გაყიდვაზე ლაპარაკი არ არის. ნებისმიერი წინადადება პორტუგალიელის შეძენაზე დაბლოკილი იქნება „იუვენტუსის“ მიერ.

კრიშტიანო რონალდო „იუვენტუსის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ის წელიწადში 31 მილიონ ევროს იღებს.

ამ სეზონში ფორვარდმა 46 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და 37 გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი იტალიის ჩემპიონთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.