კრიშტიანო რონალდო ნერვული სტრესის პირასაა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სატრანსფერო პასიურობის გამო - პორტუგალიელი შეიძლება „ბაიერნში“ გადავიდეს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო ნერვული სტრესის პირასაა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სატრანსფერო პასიურობის გამო - პორტუგალიელი შეიძლება „ბაიერნში“ გადავიდეს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა, ამ ზაფხულს დატოვოს ინგლისური კლუბი.

ორი გამოცემა – Metro და Record წერს, რომ პორტუგალიელი შეშფოთებულია სატრანსფერო ბაზარზე „მანჩესტერის“ მუშაობით.

როგორც წერენ, რონალდო ნერვული სტრესის ზღვარზეა და თავის გარემოცვასთან საუბრისას აღიარებს, რომ დაიწყებს ახალი კლუბის ძიებას, თუ მანჩესტერელები აქტიურად არ იმუშავებენ შემადგენლობის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით კონკურენტების გაძლიერების ფონზე.

პარალელურად, გაზეთი AS წერს, რომ კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა, გერმანიის ჩემპიონატში ითამაშოს. არ არის გამორიცხული, 37 წლის ფეხბურთელი „ბაიერნმა“ გაიფორმოს. ეს ვარიანტი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ რობერტ ლევანდოვსკი ამ ზაფხულს დატოვებს გერმანიის ჩემპიონს.

რონალდოს გარემოცვამ უკვე იცის მიუნხენელთა მხრიდან ინტერესის შესახებ.

გასულ სეზონში პორტუგალიელმა პრემიერლიგის 30 მატჩში 18 გოლი გაიტანა.