ტურინის იუვენტუსის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო კომიქსებისა და მულტსერიალ სტრაიკ ფორსის მეშვიდე გამოცემის (Striker Force 7) სუპერგმირი გახდა.
სიუჟეტის მიხედვით, სუპერგმირების გუნდმა, რომელსაც კრიშტიანო მეთაურობს, უნდა გადაარჩინოს პლანეტა განადგურებას. რონალდო თანაგუნდელებს ნდობას და გუნდურად მუშაობას ასწავლის.
გაყიდვაში გამოვიდა კომიქსები გარეკანის სხვადასხვა ვარიანტით და მათი შეძენა პროექტის ვებგვერდზე შეიძლება. სულ მალე კი შესაძლებელი იქნება მულტსერიალის ნახვა – მისი ტრეილერი პორტუგალიელმა საკუთარ ტვიტერზე უკვე გამოაქვეყნა.
კომიქსების სიუჟეტი თავად კრიშტიანომ მოიფიქრა. მისი თანაავტორია შარად დევარაჯანი.