კრიშტიანო რონალდო მსოფლიოში პირველი ადამიანია, ვისაც სოციალურ ქსელებში მილიარდი ხელმომწერი ჰყავს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო მსოფლიოში პირველი ადამიანია, ვისაც სოციალურ ქსელებში მილიარდი ხელმომწერი ჰყავს #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ სოციალურ ქსელებში, ჯამურად, მილიარდი ხელმომწერი დააგროვა.

39 წლის პორტუგალიელი პირველია ისტორიაში, ვინც ამ რიცხვს მიაღწია.

„ჩვენ ისტორიაში შევედით – 1 მილიარდი გამომწერი! ეს უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ რიცხვი – ეს მეტყველებს ჩვენს საერთო გატაცებაზე, მისწრაფებასა და თამაშისადმი სიყვარულზე.

მადეირას ქუჩებიდან მსოფლიოს უდიდეს სტადიონებამდე მე ყოველთვის ვთამაშობდი ჩემი ოჯახისთვის და თქვენთვის და ახლა ჩვენ მილიარდი ვართ და ერთად ვართ. ეს მოგზაურობა – ჩვენი მოგზაურობაა და ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ყველას, რომ არ აქვს საზღვრები იმას, რისი მიღწევაც გვსურს.

მადლობა, რომ ჩემი გჯერათ, მადლობა მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი ხართ. უკეთესი ჯერ კიდევ წინ არის და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მოგებას და ერთად ისტორიის შექმნას“, – დაწერა კრიშტიანო რონალდომ.