კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატზე თამაშს არ გამორიცხავს #1TVSPORT

07:01, 14.04.2026

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანო რონალდომ არ გამორიცხა მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატზე თამაში.

„ბოლომდე ვერ გამოვრიცხავ ჩემს მონაწილეობას მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატზე. თუ დღემდე ვახერხებ 41 წლის ასაკში ყოველ კვირაში გოლების გატანას, შესაძლოა, კიდევ ოთხი წელი თამაშიც შევძლო“, – მოჰყავს რონალდოს სიტყვები ჟურნალისტს ფაბრიციო რომანოს.

ამ სეზონში პორტუგალიელმა ფორვარდმა საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ რიგებში 28 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი