კრიშტიანო რონალდო - მე უფრო მეტი „ოქროს ბურთი“ უნდა მქონდეს, ვიდრე მესის
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ვრცელი ინტერვიუ მისცა ბრიტანულ პრესას, რომელშიც შეეხო „ბარსელონას“ ფორვარდთან ლიონელ მესისთან ურთიერთობას.
„მესი შევიდა ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე უნდა მქონდეს ექვსი, შვიდი ან რვა „ოქროს ბურთი“, რათა მასზე მაღლა ვიდგე. მე ეს მესიამოვნებოდა. ვფიქრობ, დავიმსახურე ეს. ჩემი და ლიონელის ურთიერთობები? ჩვენ მეგობრები არ ვართ, მაგრამ ერთ სცენას ვიყოფთ 15 წლის განმავლობაში. ვიცი, რომ ის მე მიბიძგებს განვითარებისკენ, მე კი მას. არ მივდევ რეკორდებს, რეკორდები მომდევენ მე. წარმატებაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ და არ მიმაჩნია, რომ ეს ცუდია. ეს მე მოტივაციას მაძლევს. თუ მოტივაცია არ გყოფნის, უნდა დაამთავრო თამაში“.
ამ მომენტისთვის, რონალდუსა და მესის ხუთ-ხუთი „ოქროს ბურთი“ აქვთ მოგებული.