კრიშტიანო რონალდო მარადონას გამოეთხოვა
კრიშტიანო რონალდო მარადონას გამოეთხოვა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ მწუხარება გამოთქვა ლეგენდარული არგეტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო.

„დღეს მე ვეთხოვები მეგობარს, მთელი სამყარო კი – გენიოსს. ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში. ჯადოქარი, რომელსაც ვერავინ შეედრებოდა. ის ძალიან ადრე მიდის, მაგრამ ტოვებს უდიდეს მემკვიდრეობას და სიცარიელეს, რომელიც არასოდეს შეივსება.

იძინე მშვიდად, უდიადესო. შენ არასოდეს დაგივიწყებენ“, – დაწერა რონალდომ „ტვიტერში“.

დიეგო მარადონა ოთხშაბათს დილით, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.