კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედის“ შედეგებით უკმაყოფილოა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედის“ შედეგებით უკმაყოფილოა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ თავის საახალწლო მილოცვაში 2021 წელი შეაჯამა და ასევე, შეაფასა მიმდინარე სეზონში „იუნაიტედის“ გამოსვლა.

„2021 წელს არ იყო იოლი იმის მიუხედავად, რომ ყველა ტურნირზე 47 გოლი გავიტანე.

ორი სხვადასხვა კლუბი, ხუთი სხვადასხვა მწვრთნელი. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი, რომელიც 2022 წელს გაგრძელდება.

„იუვენტუსში“ ამაყი ვიყავი იმით, რომ მოვიგე იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი, ასევე გავხდი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი. პორტუგალიის ნაკრებში ვამაყობ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობით. და, რა თქმა უნდა, „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნება ყოველთვის იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ჩემს კარიერაში.

მაგრამ მე უკმაყოფილო ვარ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შედეგებით. და სხვებიც ასევე იქნებიან – ამაში დარწმუნებული ვარ. ვიცით, რომ მონდომებით უნდა ვიმუშაოთ, უკეთ ვითამაშოთ და იმაზე მეტი ვაჩვენოთ, ვიდრე დღეს ვაჩვენებთ.

დაე, ახალი წელი გახდეს გარდამტეხი მომენტი ამ სეზონში! გავხდეთ სულიერად უფრო ძლიერები 2022 წელს. მოდით, გავაკეთოთ ყველაფერი, შევწვდეთ ვარსკვლავებს და დავაბრუნოთ კლუბი იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს! შემოგვიერთდით, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს! მალე შევხვდებით“, – დაწერა რონალდომ „ინსტაგრამში“.