კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედს“ წინასასეზონო ტურნეში არ გაჰყვა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედს“ წინასასეზონო ტურნეში არ გაჰყვა #1TVSPORT

პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო არ გაფრინდა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად წინასასეზონო ტურნეში, – იტყობინება Sky Sports.

ფეხბურთელი ჯერ არ შეერთებია გუნდს შვებულების შემდეგ და ოჯახური მიზეზების გამო „იუნაიტედის“ ზედიზედ ოთხი ვარჯიში გამოტოვა. კლუბმა გადაწყვიტა, არ დასაჯოს პორტუგალიელი.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 8 ივლისს გაემგზავრა ბანგკოკში წინასასეზონო ტურნეში და რონალდო გუნდთან ერთად არ არის.

ჭორების მიხედვით, რონალდოს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვერ გავიდა და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში ცდილობს პორტუგალიელისთვის ახალი გუნდის პოვნას.