კრიშტიანო რონალდო „ლეჩესთან“ არ ითამაშებს
კრიშტიანო რონალდო „ლეჩესთან“ არ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა იმ 22 ფეხბურთელის სია, რომლებსაც შეეძლებათ სერია A-ს მეცხრე ტურში „ლეჩეს“ წინააღმდეგ თამაში.

ამ სიაში არ აღმოჩნდა ფორვარდი კრიშტიანო რონალდო. 34 წლის პორტუგალიელს, როგორც ჩანს, დასვენების საშუალება მისცეს.

მატჩი „ლეჩე“-„იუვენტუსი“ 26 ოქტომბერს „ვია დელ მარეს“ სტადიონზე გაიმართება.

„იუვენტუსი“ სერია A-ს ლიდერია რვა ტურის შემდეგ. „ლეჩე“ მე-16 ადგილზეა და მხოლოდ ერთი ქულით არის დაშორებული გასავარდნ ზონას.