კრიშტიანო რონალდო - კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის ყიდვა მინდა #1TVSPORT
პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო აპირებს, კლუბის მფლობელი გახდეს.
„ორი-სამი წელი დამრჩა სათამაშოდ. ასეთ ასაკში მომავალზე ფიქრი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
მე არ გამოვრიცხავ საფეხბურთო კლუბის შეძენას. ეს ის არის, რისი გაკეთებაც მინდა კარიერის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა „ალ-ნასრის“ 38 წლის ფორვარდმა.