პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო 2019-20 წლების სეზონში „იუვენტუსის” საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ იტალიის ჩემპიონის ოფიციალური ვებგვერდი წერს.
„სეზონი ძალიან გრძელი აღმოჩნდა. ჩემპიონობისკენ გზა თითქმის 11 თვე გრძელდებოდა. მოულოდნელი გაჩერება და ტრიუმფალური განახლება. მთელს ამ არამუდმივ ელემეტებს შორის იყო ერთი უცვლელი ელემენტი – კრიშტიანო რონალდოს გოლები.
ბევრი გოლი (ათწლეულებია „იუვენტუსის” არც ერთ ფეხბურთელს არ მიუღწევია 30 გოლის ნიშნულამდე) მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო. ზოგიერთი – ფანტასტიკური. მაგალითად, გახსოვთ გაფრენა „ჯენოასთან” მატჩში?
რონალდო საუკეთესოდ აღიარეს თავისი გოლების, სიმშვიდის, ლიდერობისა და საჩემპიონო თვისებების გამო. გილოცავთ, ჩემპიონო!” – წერია „იუვენტუსის” ვებგვერდზე.