კრიშტიანო რონალდო „იუვენტუსის“ დატოვებას თანხმდება #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო „იუვენტუსის“ დატოვებას თანხმდება #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას სხვა კლუბში გადასვლას დათანხმდა.

როგორც ესპანური გამოცემა „მარკა“ წერს, რთული ფინანსური პირობების გამო, თავად „იუვენტუსს“ სურს, რაც შეიძლება სწრაფად გამოეთხოვოს 36 წლის პორტუგალიელს, რომელსაც კონტრაქტის მიხედვით, წელიწადში 31 მილიონ ევროს უხდის.

ცოტა ხნის წინ, კრიშტიანოზე მთავარ პრეტენდენტად მადრიდის „რეალი“ მიიჩნეოდა, მაგრამ ახლა, ესპანური კლუბი ზოგავს რესურსს კილიან მბაპეს ტრანსფერისთვის. დღეისთვის, პორტუგალიელის შეძენაზე ძირითად პრეტენდენტად „პარი სენ-ჟერმენი“ განიხილება, რომელსაც სურს ერთ გუნდში ლიონელ მესის, კრიშტიანო რონალდოსა და ნეიმარის გაერთიანება.

კრიშტიანო რონალდო „იუვენტუსში“ 2018 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში პორტუგალიელი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.