კრიშტიანო რონალდო „იუვენტუსის“ ბოლო ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს
ესპანურმა გაზეთმა „ას“-მა (AS) წარმოადგინა ტურინის „იუვენტუსის“ ბოლო 10 წლის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდოსთვისაც მოინახა ადგილი:
მეკარე – ჯანლუიჯი ბუფონი;
მცველები – შტეფან ლიხტშტაინერი, ჯორჯო კიელინი, ანდრეა ბარცალი, ალექს სანდრო;
ნახევარმცველები – პოლ პოგბა, ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი;
ფორვარდები – პაულო დიბალა, კარლოს ტევესი, კრიშტიანო რონალდო.
აღვნიშნავთ, რომ 2010 წლიდან მოყოლებული, ტურინული კლუბი რვაჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
35 წლის რონალდო „იუვენტუსში“ 2018 წლიდან გამოდის.