კრიშტიანო რონალდო იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ფასეული ფეხბურთელი გახდა
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ფასეულ მოთამაშედ (MVP) დასახელდა.
ფეხბურთელების გამოსვლას „ოპტა სპორტისა“ (Opta Sport) და „ნეტკო სპორტსის“ (Netco Sports) სისტემების მეშვეობით აფასებდნენ. პორტუგალიელის კონკურენტები იყვნენ კალიდუ კულიბალი („ნაპოლი“), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი („ლაციო“), ფაბიო კვალიარელა („სამპდორია“) და ნიკოლო ძანიოლო („რომა“).
2018-19 წლების სეზონში რონალდუმ სერია A-ში 30 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
წელს „იუვენტუსი“ ზედიზედ მერვედ გახდა იტალიის ჩემპიონი.