კრიშტიანო რონალდო იტალიაში არ დაბრუნდება, სანამ მაქსიმალური უსაფრთხოების პირობები არ იქნება
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ჯერ არ აპირებს იტალიაში დაბრუნებას.
იტალიური პრესის ცნობით, პორტუგალიელი დარჩება მადეირაზე და დაელოდება მითითებებს კლუბისგან. რონალდოს არ სურს იტალიაში ჩასვლა იქამდე, სანამ მაქსიმალურად არ იქნება დაცული უსაფრთხოების პირობები.
ვარაუდობენ, რომ კრიშტიანო ტურინში კერძო რეისით 4 მაისს ჩავა, როცა იტალიაში ფეხბურთელებს ნებას დართავენ – ინდივიდუალურად ივარჯიშონ საკლუბო ბაზაზე. თუმცა, თავად 35 წლის ფორვარდს ურჩევნია „იუვენტუსის“ განკარგულებაში იყოს იმ მომენტიდან, სანამ ჯგუფური ვარჯიშები დაიწყება. ეს 18 მაისს უნდა მოხდეს.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ რონალდო იტალიაში 28 აპრილს დაბრუნდება.
ფეხბურთელი თავის მშობლიურ კუნძულ მადეირაზე 3 მარტიდან იმყოფება. ის შინ დაბრუნდა დედის მოსანახულებლად, რომელმაც ინსულტი გადაიტანა და მას შემდეგ კუნძული არ დაუტოვებია.