„იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო იანვარში იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
34 წლის პორტუგალიელმა იანვარში ოთხი მატჩის ჩატარება მოასწრო, შვიდი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.
21 ტურის შემდეგ, „იუვენტუსს“ 51 ქულა აქვს გათამაშების ცხრილში და ლიდერობს ჩემპიონატს. რონალდოს ანგარიშზე 17 გოლია, ბომბარდირთა სიის ლიდერი კი „ლაციოს ფორვარდი ჩირო იმობილეა 23 გოლით.