კრიშტიანო რონალდო გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ 2019-2020 წლების სერია A-ს სეზონი შეაჯამა და ლაურეატები დაასახელა.
საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო.
საუკეთესო მწვრთნელი: ჯანპიერო გასპერინი („ატალანტა“).
საუკეთესო გუნდი: „ატალანტა“.
სეზონის სიმბოლური ნაკრები: ჯანლუიჯი დონარუმა – რობინ გოსენსი, სტეფან დე ვრი, ლეონარდო ბონუჩი, ტეო ერნანდესი – ნიკოლო ბარელა, პაპუ გომესი, ლუის ალბერტო – პაულო დიბალა, ჩირო იმობილე, კრიშტიანო რონალდო.
საუკეთესო მსაჯი: დანიელე ორსატო.
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: კრისტიანა ჯირელი („იუვენტუსი“).