კრიშტიანო რონალდო ფეხში ინფექციას მკურნალობს - მისი თამაში ერთა ლიგაზე საეჭვოა
კრიშტიანო რონალდო ფეხში ინფექციას მკურნალობს - მისი თამაში ერთა ლიგაზე საეჭვოა

„იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ფეხში ინფექციისგან მკურნალობას გადის.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ ეროვნული ნაკრების ლიდერმა 3 სექტემბერს ვარჯიში გამოტოვა, ერთი დღით ადრე კი ინდივიდუალურად დარბაზში მუშაობდა. მიზეზი – მარჯვენა ფეხის თითში ინფექციაა. კრიშტიანოს სამკურნალოდ ანტიბიოტიკები დაუნიშნეს. ფეხბურთელის მდგომარეობას ყოველდღიურად შეაფასებენ.

ერთა ლიგის ორ სასტარტო შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები ხორვატიისა და შვედეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

პორტუგალია ერთა ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებულია.