კრიშტიანო რონალდო - ევროპულ კლუბში აღარ დავბრუნდები #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო - ევროპულ კლუბში აღარ დავბრუნდები #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ ევროპულ საკლუბო ფეხბურთში აღარ დაბრუნდება.

„100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ არცერთ ევროპულ კლუბში არ დავბრუნდები. მე გავიკვლიე გზა საუდის არაბეთის ლიგაში და ახლა ყველა ფეხბურთელი აქეთ მოდის. ერთი წლის შემდეგ აქ სულ უფრო და უფრო მეტი საუკეთესო მოთამაშე ჩამოვა. ერთი წლის შემდეგ საუდის არაბეთის ლიგა გაუსწრებს თურქულ და ნიდერლანდურ ლიგებს.

38 წლის ვარ. ევროპულმა ფეხბურთმა კი ძალიან დაკარგა ხარისხი… მხოლოდ პრემიერლიგა ოდნავ უსწრებს დანარჩენ ლიგებს“, – მოჰყავს რონალდოს სიტყვები ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა დაამატა, რომ სერია A აღორძინდა მას შემდეგ, რაც მან კონტრაქტი გააფორმა „იუვენტუსთან“.

„ჩემი გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ლიგაში გადასვლასთან დაკავშირებით 100 პროცენტით გადამწყვეტი იყო ახალი ტოპ მოთამაშეების მოწვევისთვის. ეს ფაქტია.

როცა მე „იუვენტუსს“ შევუერთდი, სერია A მკვდარი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც კონტრაქტი გავაფორმე… ის აღორძინდა. სადაც არ უნდა წავიდეს კრიშტიანო, მაშინვე დიდ ინტერესს იწვევს“, – დაამატა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა.