კრიშტიანო რონალდო – სავარაუდოდ, ეს ჩემი ბოლო სეზონია ფეხბურთში #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრებისა და საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ დაუშვა იმის ალბათობა, რომ ერთი წლის შემდეგ დაასრულებს კარიერას.
„ეს, შესაძლოა, ჩემი ბოლო სეზონია ფეხბურთში და მინდა, შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დავტოვო. მომავალი ცხოვრებისთვის ყველა გეგმა გაწერილი მაქვს. იმდენი საქმე მელოდება, რომ რთულია რომელიმე ერთის გამოყოფა. იმის გამო, რომ ფეხბურთიდან წასვლამ, შეიძლება, დიდი სიცარიელე დატოვოს, საჭიროა მისი სხვადასხვა საშუალებით შევსება, მხოლოდ ერთი საკმარისი არ იქნება.
და კიდევ – მეტი გართობა, მეტი მოგზაურობა, პადელის თამაში, რომელიც ძალიან მომწონს და სიამოვნების მიღება იმისგან, რაც გამოვიმუშავე. ბოლოს და ბოლოს, ეს 25 წელს სავსე იყო მრავალნაირი მსხვერპლით“, – განაცხადა ჟურნალ Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუში კრიშტიანო რონალდომ.