კრიშტიანო რონალდო ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა დაასახელა შემადგენლობა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის.

გუნდში ერთი დებიუტანტია – „ლაციოს“ მცველი ნუნუ ტავარეში, რომელზეც უფლებები ეკუთვნის ლონდონის „არსენალს“.

სიაში მოხვდა „ალ-ნასრის“ 39 წლის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო.

მეკარეები – დიოგო კოშტა (პორტუ), რუი სილვა (ბეტისი, ესპანეთი), ჟოზე სა (ვულვერჰემპტონი, ინგლისი);

მცველები – დიოგო დალოტი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ჟოაო კანსელო (ალ-ჰილალი, საუდის არაბეთი), ნელსონ სემედუ (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ნუნუ მენდეში (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ნუნუ ტავარეში (ლაციო, ინგლისი), ტომას არაუჟო (ჩელსი, ინგლისი), ანტონიო სილვა (ბენფიკა), რენატო ვეიგა (ჩელსი, ინგლისი), ტიაგო ჯალო (პორტუ);

ნახევარმცველები – ჟოაო პალინია (ბაიერნი, გერმანია), ჟოაო ნევეში (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ოტავიო (ალ-ნასრი, საუდის არაბეთი), ვიტინია (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), მატეუშ ნუნიეში (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), პედრო გონსალვეში (სპორტინგი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი);

ფორვარდები – ჟოაო ფელიქსი (ჩელსი, ინგლისი), პედრო ნეტო (ჩელსი, ინგლისი), ფრანსისკო ტრინკაო (სპორტინგი), ფრანსისკო კონსეისაო (იუვენტუსი, იტალია), რაფაელ ლეაო (მილანი, იტალია), კრიშტიანო რონალდო (ალ-ნასრი, საუდის არაბეთი).

15 ნოემბერს პორტუგალია შინ ითამაშებს პოლონეთის წინააღმდეგ, 18 ნოემბერს კი სტუმრად შეხვდება ხორვატიას. მეოთხედფინალში გასასვლელად რობერტო მარტინესის გუნდს ერთი ქულა ეყოფა.