ტურინის იუვენტუსის ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ აღნიშნა, რომ არ გამოტოვებს ერთა ლიგის ფინალურ ნაწილს, რომელიც მის სამშობლოში გაიმართება. თავდამსხმელის თქმით, გრძელი სეზონი არ იქნება მისთვის ხელის შემშლელი ნაკრების დასახმარებლად.
„ერთა ლიგა შესანიშნავი ტურნირია, თან თასი ჩვენს ქვეყანაში თამაშდება, ამიტომაც მინდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად ვიყო თამაშებისთვის. დავეხმარები ჩვენს გუნდს“, – მოჰყავს ბოლას (A Bola) რონალდოს სიტყვები.
ხუთ ივნისს, ერთა ლიგის ნახევარფინალში, პორტუგალია შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება, მეორე დღეს კი ინგლისი ჰოლანდიას დაუპირისპირდება. ფინალი ცხრა ივნისს გაიმართება.