კრიშტიანო რონალდო დუბაიში გაემგზავრა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო დუბაიში გაემგზავრა #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდომ მადრიდში რამდენიმე დღე ვარჯიშის შემდეგ დატოვა ესპანეთის დედაქალაქი. როგორც DAZN-ის ჟურნალისტი სერხიო კვირანტე წერს, ფორვარდი კერძო თვითმფრინავით დუბაიში გაფრინდა.

ამ მომენტისთვის 37 წლის პორტუგალიელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. ნოემბერში მან გაწყვიტა კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“. ადრე არაერთხელ დაიწერა, რომ რონალდოს ახალი კლუბი გახდება საუდის არაბეთის „ალ-ნასრი“. კრიშტიანომ უარყო ამ გუნდში გადასვლის შესახებ ჭორები, თუმცა ისიც ცნობილია, რომ რონალდოს არცერთი ევროპული კლუბისგან არ აქვს შეთავაზება.