კრიშტიანო რონალდო - ჩემი კონტრაქტი უნიკალურია, რადგან მე უნიკალური ფეხბურთელი ვარ #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო - ჩემი კონტრაქტი უნიკალურია, რადგან მე უნიკალური ფეხბურთელი ვარ #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდომ კომენტარი გაუკეთა „ალ-ნასრთან“ კონტრაქტის გაფორმებას.

„სასიამოვნოა აქ ჩამოსვლა. მე ყველა რეკორდი დავამხე ევროპაში და მზად ვარ, იგივე გავაკეთო აქ. მე არ მაღელვებს, რას ამბობს ხალხი. ფეხბურთი ყველგან ვითარდება. ეს ჯერ არ არის ჩემი კარიერის დასასრული. ჩემი კონტრაქტი უნიკალურია, რადგან მე უნიკალური ფეხბურთელი ვარ“, – განაცხადა რონალდომ.

– დაგეხმარათ თუ არა გადაწყვეტილების მიღებაში მსოფლიო ჩემპიონატზე საუდის არაბეთის გამოსვლა, რომლის ყველა ფეხბურთელი ადგილობრივ ლიგაში თამაშობს?

– ბევრი ადამიანი გამოთქვამს თავის აზრს, მაგრამ მათ ფეხბურთში არაფერი ესმით. როგორც იცით, ფეხბურთი ბოლო 10-15 წელიწადში შეიცვალა. ყველა გუნდი უკეთ არის მომზადებული, ყველა მზად არის საბრძოლველად. თუ მსოფლიო ჩემპიონატზე ვილაპარაკებთ, ერთადერთი გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა – ეს არის საუდის არაბეთი. არ დაგავიწყდეთ ეს.

იქ იყო ბევრი სიურპრიზი. მაგალითად, სამხრეთ კორეა, აფრიკული გუნდები, კოსტა რიკა. მათ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარეს. დღეს ნებისმიერი მატჩის მოგება რთულია.

კრიშტიანო რონალდო „ალ-ნასრში“ 2025 წლის ზაფხულამდე ითამაშებს და სეზონში 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.