ჰიუსტონ „როკეტსის“ გამთამაშებელმა, კრის პოლმა, მსაჯისთვის ბურთის სროლის იმიტაციისთვის ტექნიკური ჯარიმა მიიღო. აღნიშნული ფაქტი ოკლაჰომა სითი „სანდერსთან“ დაპირისპირებისას მოხდა. ჰიუსტონელებმა შეხვედრა 80-98 დათმეს.
კრის პოლი განაწყენებული იყო იმის გამო, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას კარგად არ გამოიყურებოდა. ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდისას, რომელიც მსაჯის სასტვენით დასრულდა, პოლმა მისკენ ბურთის სროლის იმიტაცია გააკეთა. ამის გამო, შეხვედრის არბიტრმა გამთამაშებელი ტექნიკური ჯარიმით დასაჯა.
კალათბურთელმა აღნიშნულ მატჩში 10 ქულა, 6 ჩაჭრა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.