კრის პოლმა შესაძლოა „ტორონტოს“ წინააღმდეგ ითამაშოს
კრის პოლმა შესაძლოა „ტორონტოს“ წინააღმდეგ ითამაშოს

„ჰიუსტონ როკეთსის“ ძირითადი გამთამაშებელი და გუნდის ერთერთი ლიდერი კრის პოლი, ბრენდონ ნაიტთან ერთად, შესაძლოა, ხვალინდელ მატჩში – „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ ვიხილოთ.

პოლი 20 დეკემბრის შემდეგ ბარძაყის ტრავმას მკურნალობს. მის გარეშე ტეხასურმა გუდმა 11 მატჩი მოიგო, ხუთი კი წააგო. რაც შეეხება ბრენდონ ნაიტს, მას ექვსი თამაში მუხლის ტრავმის გამო გაუცდა.