„ჰიუსტონ როკეთსისთვის“ ამჟამად საკმაოდ რთული პერიოდი დგას.
ტეხასური გუნდი დიდი ალბათობით ერთ-ერთ ვარსკვლავს დაკარგავს. როგორც ცნობილი გახდა, კრის პოლსა და ჯეიმს ჰარდენს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რის გამოც ტეხასური გუნდის გამთამაშებელმა გაცვლა მოითხოვა.
ამ ინფორმაციას „იაჰუ სპორტის“ ჟურნალისტი ვინსენტ გუდვილი ავრცელებს. ორ კალათბურთელს შორის უთანხმოებაზე და ჰიუსტონში სავარაუდო ცვლილებებზე ისაუბრა სააგენტო „ბლიჩერ რეპორტმაც“.