კრის პოლი ტრავმის გამო 6-8 კვირას გამოტოვებს #1TVSPORT
CLEVELAND, OH - FEBRUARY 19: Chris Paul #3 of Team LeBron walks onto the court during NBA All Star Practice as part of 2022 NBA All Star Weekend on Saturday, February 19, 2022 at Wolstein Center in Cleveland, Ohio. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and/or using this Photograph, user is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2022 NBAE (Photo by Brian Sevald/NBAE via Getty Images)
„ფინიქს სანზის“ ლიდერი კრის პოლი ექვსი-რვა კვირა ვერ შეძლებს თამაშს მარჯვენა ხელის ცერა თითის მოტეხილობის გამო. ცნობისთვის, რეგულარული ჩემპიონატი შვიდ კვირაში სრულდება, პლეი ოფი კი სტარტს 16 აპრილს აიღებს.
პოლმა ტრავმა ოთხშაბათს, „ჰიუსტონთან“ მატჩში მიიღო. ის ძალიან უკმაყოფილო იყო მოვლენათა განვითარებით და მსაჯს ხელი უბიძგა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.
36 წლის პოლი მიმდინარე სეზონში საშუალოდ მატჩში 14.9 ქულასა და 10.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს. „ფინიქსი“ ლიდერობს რეგულარულ ჩემპიონატს 48 მოგებითა და 10 წაგებით.