კრის პოლი კიდევ 2-3 კვირას გამოტოვებს
კრის პოლი კიდევ 2-3 კვირას გამოტოვებს

ჰიუსტონ როკეთსი“ უკვე მერვე თამაშია ძირითადი გამთამაშებლის გარეშე ასპარეზობს. კრის პოლმა „მაიამისთან“ 20 დეკემბერს წაგებულ მატჩში, მუხლის ქვედა მყესი დაიზიანა და ამ დრომდე რეაბილიტაციის კურსს გადის. თავდაპირველად ტეხასური გუნდის ექიმებმა განაცხადეს, რომ პოლის ტრავმა არ არის სერიოზული და იდეაში CP3 ტრავმის მიღებიდან 2-3 კვირაში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა როგორც გაირკვა დაზიანება ბევრად სერიოზული გამოდგა. „როკეთსის“ მთავარი მწვრთნელის, მაიკ დანტონის განცხადებით პოლი მოედანს მანამდე არ დაუბრუნდება, სანამ რეაბილიტაციას სრულად არ გაივლის. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად პოლის ტრავმისა, „ჰიუსტონი“ შესანიშნავად გამოიყურება. კრისის გარეშე ტეხასელებმა 7 მატჩი მოიგეს და მხოლოდ 1 წააგეს.