კრის პოლი დაშავდა - „ჰიუსტონის“ გამთამაშებელი მინიმუმ 2-3 კვირას გამოტოვებს
„ჰიუსტონ როკეთსი“ NBA-ს რეგულარული სეზონის უკანასკნელ ტურში ,ფლორიდაში „მაიამისთან“ წააგო. ტეხასელთა გამთამაშებელმა, კრის პოლმა კი, მუხლის ქვედა მყესის ტრავმა მიიღო და ექიმების განცხადებით CP3 მინიმუმ 2-3 კვირას გამოტოვებს.
ESPN-ის ჟურნალისტი, ადრიან ვოჟნიაროვსკის აცხადებს, რომ პოლის ტრავმა სერიოზული არ არის. მისი მტკიცებით „როკეთსის“ ერთ-ერთი ლიდერი, საკუთარ გუნდს მალევე დაუბრუნდება.
„ჰიუსტონი“ დასავლეთ კონფერენციაში ჯერჯერობით საკმაოდ არადამაჯერებლად ასპარეზობს და მისთვის უჩვეულო, მეცხრე ადგილზე იმყოფება. 31 ჩატარებული მატჩიდან „ჰიუსტონმა“ უკვე 15 წააგო.