„მილუოკიმ“ რეგულარული სეზონი საკმაოდ მერყევად დაიწყო. „ბაქსმა“ ორი მატჩი მოიგო, ორი კი წააგო. თუმცა, მას შემდეგ მილუოკელებმა ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგეს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფებიან.
შესანიშნავად ასპარეზობს გუნდის ლიდერი და წინა სეზონის ყველაზე ღირებული მოთამაშე იანის ანტეტოკუნმპო. თუმცა, როგორც ჩანს, ბერძენ სუპერვარსკვლავს მომდევნო მატჩებში სირთულეებთან გამკლავება მოუწევს, რადგან „ბაქსის“ მსროლელმა კრის მიდლტონმა მარცხენა ფეხი დაიზიანა.
„ათლეტიკის“ (The Athletic) ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ კრისს რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს. მისი დაბრუნების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით არ სახელდება.