„კრილიადან" გაშვებულ ლორიას გუბერნატორის მოადგილე გამოექომაგა - 68 მილიონი ვიზარალეთ
„კრილიადან" გაშვებულ ლორიას გუბერნატორის მოადგილე გამოექომაგა - 68 მილიონი ვიზარალეთ

საქართვცელოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას გავლენიანი რუსი ჩინოვნიკი გამოექომაგა. 32 წლის ქართველი სექტემბერში სამარის „კრილია სოვეტოვიდან” ისე გაუშვეს, კლუბთან მოქმედი კონტრატქი აკავშირებდა.

სამარის გუბერნიის სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე სტეპანოვმა, ლორიასთან დაკავშირებული უცნაური ამბავით უკმაყოფილება კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გამოხატა.

„კლუბის ხელმძრვანელობასთან საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა. რამდენიმე კითხვაზე პასუხები არ მიმიღია. მხოლოდ ერთს, მეკარის საკითხს გავაანალიზებ. ჩვენ გვქონდა კონტრაქტი ლორიასთან, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კარი ბოლო 5 მატჩი „მშრალად” შეინახა. ის გააგდეს და ამის გამო 26 მლნ რუბლის ჯარიმის გადახდა მოგვიწევს. შემდეგ მის ნაცვლად 38 წლის რიჟიკოვი 2 წლიანი კონტრაქტით აიყვანეს – ის თვეში 3.5 მილიონ რუბლს მიიღებს, ანუ წელიწადში – 42 მილიონს. და თუ ამას ლორიასთვის გადასახდელ ჯარიმას, 26 მილიონს დავუმატებთ, აღმოჩნდება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის 38 წლის მამაკაცით შეცვლა სამარის რეგიონს (რადგან კლუბი საბიუჯეტოა) 68 მილიონი დაუჯდა, ანუ 1 მილიონი დოლარი!” – წერს სტეპანოვი საკუთარ „ინსტაგრამზე“.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის შემდეგ გიორგი ლორია უგუნდოდ დარჩა. თუმცა, საქართველოს ნაკრების კარს უცვლელად იცავდა და 6 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.