კრეტის „ოფიმ“ ლევან შენგელია ოფიციალურად წარადგინა - კონტრაქტი ორწლიანია [ვიდეო] #1TVSPORT
საბერძნეთის სუპერლიგის კლუბმა, „ოფიმ“ ლევან შენგელიას შეძენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. ასევე მითითებულია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კრეტის გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„„ოფი“ აცხადებს, რომ ფეხბურთელი ლევან შენგელია დავიმატეთ, რომელმაც ჩვენს გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლევან, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ოფის“ ოჯახში!“ – წერია ბერძნული კლუბის განცხადებაში.
28 წლის თავდამსხმელი, რომელიც ევრო 2024-ის 1/8-ფინალისტი საქართველოს ნაკრების წევრია, სუპერლიგაში ორი წელია თამაშობს, რადგან 2022 წლის ზაფხულიდან „პანაიტოლიკოსში“ გამოდიოდა და მისი მაისურით 56 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
28 წლის შენგელია სამტრედიაში დაიბადა. თამაშობდა გორის „დილაში“, ბელგიურ „ტუბიზეში“, „დინამო თბილისში“, „კონიასპორში“, ბელგიურ „ლეუვენში“. იყო საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი, ხოლო ეროვნულ გუნდში 17 მატჩი ჩაატარა.