„კრემონეზეს“ მწვრთნელი ლოჩოშვილზე - კმაყოფილები ვართ, დიბალას წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა #1TVSPORT
„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ „რომასთან“ მატჩი შეაფასა და კომენტარი სერია A-ში ქართველი ფეხბურთელის, ლუკა ლოჩოშვილის სადებიუტო თამაშზეც გააკეთა.
„ორი თამაშის შემდეგ ჩვენ გვაქვს ნული ქულა და ეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი. ვითამაშეთ, გვქონდა საკუთარი სტილი, გვინდოდა აგრესიულობა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ჩვენ კი ქულები გვჭირდება და ამ თვალსაზრისით მომხდარი დასანანია. მაგრამ მოედანზე ნანახით მხოლოდ და მხოლოდ გახარებული ვარ.
რაც შეეხება ლოჩოშვილს, ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ასეთ მცველს ვეძებდით და გვინდოდა, რომ დაგვემატებინა. მან „ოლიმპიკოზე“ დიბალას წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ მისით და ასევე ყველა ფეხბურთელით, ვინც ახლა „კრემონეზეში“ თამაშობს.
ჩვენ ვეძებდით საჭირო სქემას და დიდწილად წარმატებას მივაღწიეთ „რომას“ წინააღმდეგ, რომელსაც 60 ათასი ადამიანი გულშემატკივრობდა. ასეთი თამაშები ჩვენს ფეხბურთელებს თავდაჯერებულობას მატებს“.
მე ვმუშაობ შესანიშნავ გუნდში. შაბათს სამ თვეში აშენებულ სტადიონზე ვითამაშებთ, გამიმართლა, რომ გუნდის დირექტორი ბრაიდაა – ამ თვალსაზრისით თავი იღბლიან ადამიანად მიმაჩნია. არის გარკვეული დღეები, რომლისთვისაც ღირს ცხოვრება. დღეს სინანული დაგვრჩა, მაგრამ „რომასთან“ გაბედულად ვითამაშეთ და ეს მახარებს. მეტოქემ მეტი მომენტი შექმნა, მაგრამ „კრემონეზეს“ რომ გაეთანაბრებინა, სიტყვა არავის დაცდებოდა, რომ მატჩიდან გამომდინარე, „კრემონეზემ“ ეს არ დავიმსახურეთ. ჩვენ შეგვიძლია თამაშის გაუმჯობესება და ეს უნდა გავაკთოთ“, – განაცხადა მასიმილიანო ალვინიმ.