კრეიგ ბელამი „კარდიფიდან“ მოთამაშეთა დაშინების გამო დაითხოვეს
„ლივერპულის“, „მანჩესტერ სიტისა“ და უელსის ნაკრების ყოფილი ფორვარდი კრეიგ ბელამი „კარდიფის“ აკადემიის მწვრთნელის თანამდებობიდან გადააყენეს. ერთ-ერთმა მოთამაშემ, რომელმაც უკვე დატოვა გუნდი, ბელამი დაშინებაში დაადანაშაულა.
თავად სპეციალისტი კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს. ის ამტკიცებს, რომ მსგავსი არაფერი ჩაუდენია.
„კატეგორიულად ვუარყოფ ბრალდებას. იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები სამწვრთნელო სამუშაოზე. მივმართე იურიდიულ დახმარებას. ვიცი ჩემი მისამართით გამოთქმულ იმ ბრალდებებზე, რომელსაც პრესა ავრცელებს“, – თქვა უელსელმა. – „მესმის, რომ „კარდიფმა“ უნდა ჩაატაროს ყოველმხრივი გამოძიება, რათა უპასუხოს ამ ბრალდებებს. ჩემივე წინადადებით, დროებით ჩამომაშორეს სამუშაოს, რათა ვითანამშრომლო კლუბთან გამოძიების საკითხებში. ბუნებრივია, ძალიან გამანაწყენა როგორც ბრალდებამ, ასევე ბრალდების ფორმამ“.
39 წლის ბელამი „კარდიფის“ აკადემიაში 2014 წლიდან მუშაობდა.