„კრაკოვიამ“ მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა - კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT
პოლონეთის ჩემპიონატში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ მოქმედი ჩემპიონი „იაგელონია“ 4:2 დაამარცხა და ექსტრაკლასას ლიდერთა შორისაა.
პოლონეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში, რომელიც „კრაკოვიამ“ გასვლაზე ჩაატარა, გუნდის კაპიტანი ოთარ კაკაბაძე ძირითად შემადგენლობაში იყო.
თავიდან „კრაკოვია“ დაწინაურდა, მაგრამ „იაგელონიამ“ ჯერ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი დაწინაურდა. თუმცა ქართველის გუნდმა მეორე გოლის გატანა 30 წუთზე შეძლო – კაკაბაძის მიერ შესრულებული სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ იუგასმა ზუსტად დაარტყა – 2:2.
მეორე ტაიმში „კრაკოვიამ“ კალმანისა და ბოჩნაკის გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაწინაურდა.