კრაიოვას „უნივერსიტატეამ“ ანზორ მექვაბიშვილი ოფიციალურად წარადგინა #1TVSPORT
ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერზე მუშაობა დასრულდა და „დინამო თბილისისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კრაიოვას „უნივერსიტატეამ“ ოფიციალურად წარადგინა.
„ანზორ მექვაბიშვილმა კონტრაქტი გააფორმა. კრაიოვას „უნივერსიტატეამ“ მესამე ტრანსფერი განახორციელა და ნახევარდაცვას 22 წლის ქართველი მოთამაშით აძლიერებს. მექვაბიშვილმა გუნდთან 4,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ანზორ მექვაბიშვილმა თავი გამოიჩინა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე, სადაც საქართველოს ნაკრებმა მისი კაპიტნობით პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფში, რომელშიც ბელგიის, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის ნაკრებები თამაშობდნენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოჯახში, წარმატებები!“ – წერია რუმინული კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
მექავაბიშვილი თბილისის „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ორგზის ჩემპიონია, ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში კი 13 მატჩი აქვს ჩატარებული.