კოვტალიუკს ესპანეთში იწვევენ - „დილა“ ლეგიონერის იოლად დათმობას არ აპირებს
კოვტალიუკს ესპანეთში იწვევენ - „დილა“ ლეგიონერის იოლად დათმობას არ აპირებს

გორის „დილა“ თავდამსხმელმა მიკოლა კოვტალიუკმა დატოვა და კარიერას ესპანეთში გააგრძელებს – 23 წლის თავდამსხმელზე ინფორმაციას football24.ua ავრცელებს.

უკრაინული გამოცემის ცნობით, 23 წლის თავდამსხმელს „სალამანკაში“ იწვევენ, რომელიც ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში თამაშობს.

„უკრაინელმა თავდამსმხელმა ესპანელთა ყურადღება საქართველოს ეროვნულ ლიგაში გამოვლენილი გოლეადორული ნიჭით მიიქცია – 2018 წელს კოვტალიუკი 21 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირებში მესამე ადგილზე გავიდა. მაგრამ „დილა“375 ათას ევროდ შეფასებული თავდამსხმელის იოლად დათმობას არ აპირებს“, – წერს football24.ua.

 

ლვოვის ოლქშია დაბადებული კოვტალიუკი თამაშობდა ლვოვის „კარპატის“ და „ილიჩივეცის“ დუბლებში, ასევე „პოლტავაში“, კიევის „არსენალსა“ და ნიკოპოლის „კოლოსში“. მაგრამ ყველაზე მეტად საქართველოში გაიხსნა და ერთ-ერთ ყველაზე შედეგიანი უკრაინელი თავდამსხმელის სახელი ფოთის „კოლხეთსა“ და გორის „დილაში“ გამოსვლით მოიპოვა.