ეროვნული ლიგის ტრადიციულ დაჯილდოებაზე კიდევ რამდენიმე ნომინაციის გამარჯვებული გამოვლინდა.
სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ლეგიონერი მიკოლა კოვტალიუკი გახდა. ბომბარდირთა სამეული ასე გამოიყურება – მიკოლა კოვტალიუკი (დილა – 10 გოლი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი – 9 გოლი), ჯამბულ ჯიღაური (დინამო ბთ – 8 გოლი).
საუკეთესო ლეგიონერის პრიზზე, „დილას“ უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკის გარდა, ასევე წარდგენილნი იყვნენ – ვაგნერ გონსალვესი (დინამო ბთ), ულად ომარ იმრანი (ლოკომოტივი).