კოვტალიუკი საქართველოშია - უკრაინელი „დილასთან“ მოლაპარაკებას ასრულებს
მიკოლა კოვტალიუკი საქართველოში ჩამოვიდა და შესაძლოა, გორის „დილასთან“ კონტრაქტი გააფორმოს.
საქართველოს პირველმა არხმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორის „დილა“ ბოლო წლების საუკეთესო თავდამსხმელის დაბრუნებას აპირებდა; ინფორმაცია თავდამსხმელმა თავად დაგვიდასტურა.
მიკოლა კოვტალიუკმა ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში 21 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე გავიდა.
2019 წლის მარტში, უკრაინელმა თავდამსხმელმა კონტრაქტი ახალ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა. კოვტალიუკის ტრანსფერი კორეის მეორე ლიგის კლუბმა „ანიანმა“ გორის „დილადან“ გამოისყიდა.