მიკოლა კოვტალიუკი გორის „დილაში“ დაბრუნდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
27 წლის უკრაინელი თავდამსხმელი საქართველოში 2017 წელს ჩამოვიდა და ფოთის „კოლხეთი 1913“-ში თამაშობდა, საიდანაც „დინამო თბილისმა“ აიყვანა, ხოლო „დილაში“ უკვე მესამედ ჩაირიცხა.
პირველად გორელებმა 2018 წელს დაიმატეს, საიდანაც სამხრეთ კორეულ „ანიანგში“ გადავიდა. 2019 წელს კოვტალიუკი ისევ „დილას“ შემადგენლობაში გამოჩნდა, მაგრამ 2021 წელს ყაზახურ „აკჟაიკში“ ჩაირიცხა, ხოლო 2022 წელს ყარაგანდას „შახტარში“ გამოდიოდა.
უკრაინელი თავდამსხმელი ეროვნული ლიგის პირველ ტურში „დილას“ ვერ დაეხმარა – მცირე ტრავმის გამო ის განაცხადშიც ვერ მოხვდა.