კოუტინიო „ასტონ ვილაში“ იჯარით გადავიდა და სეზონის ბოლომდე ინგლისურ კლუბში ითამაშებს #1TVSPORT
„ასტონ ვილამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ბარსელონადან“ ფილიპე კოუტინიო იჯარით დაიმატა და 29 წლის ბრაზილიელი ინგლისური გუნდის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების თანახმად, „ასტონ ვილას“ ხელმძღვანელობას კოუტინიოს გამოსყიდვის უფლება ექნება.
კოუტინიო ინგლისში უახლოეს პერიოდში გაემგზავრება და სამედიციონო შემოწმებას გაივლის.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა კატალონიურ კლუბში 16 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის ავტორი გახდა.