„ჩელსის“ ნახევარმცველმა, კოულ პალმერმა ახალი კონტრაქტი გააფორმა ლონდონურ კლუბთან გაუმჯობესებული პირობებით, – წერს გამოცემა The Athletic-ი.
წყაროს ცნობით, 22 წლის ფეხბურთელმა „ჩელსისთან“ ორი წლით გაახანგრძლივა ხელშეკრულება და ახლა მისი კონტრაქტი 2033 წლის ზაფხულამდე იქნება მოქმედი. დღეს ეს ყველაზე გრძელი მოქმედი კონტრაქტია ფეხბურთში. მისი ამოწურვის მომენტში პალმერი 31 წლის იქნება.
წინა ხელშეკრულების თანახმად, ინგლისელი კვირაში 80 ათას ფუნტს იღებდა.
პრემიერლიგის სადებიუტო სეზონში პალმერმა 48 ოფიციალურ მატჩში 27 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ევრო 2024-ზე პალმერი ხუთ მატჩში შევიდა შეცვლაზე. ნახევარფინალში ნიდერლანდების წინააღმდეგ მან საგოლე გადაცემა შეასრულა, ფინალში ესპანეთთან კი გოლი გაიტანა.