კოულ პალმერი ინგლისის პრემიერლიგაში სექტემბრის საუკეთესო მოთამაშე გახდა #1TVSPORT
კოულ პალმერი ინგლისის პრემიერლიგაში სექტემბრის საუკეთესო მოთამაშე გახდა #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგამ სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი კოულ პალმერი დაასახელა.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა თავისი კლუბის რიგებში სექტემბერში ოთხი მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ჩელსიმ“ სექტემბერში ოთხი მატჩიდან სამი მოიგო, ხოლო პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

შეგახენებთ, რომ კოულ პალმერი რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო ასოციაციამ წლის საუკეთესო ინგლისელ მოთამაშედაც აღიარა.