კოტ დივუართან სასტარტოში - „დილას“ ნახევარმცველმა მსოფლიოს შესარჩევის მატჩში ითამაშა #1TVSPORT
კოტ დივუართან სასტარტოში - „დილას“ ნახევარმცველმა მსოფლიოს შესარჩევის მატჩში ითამაშა #1TVSPORT

გორის „დილას“ ფეხბურთელმა, ფრანცისკო მადინგამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის აფრიკის ზონის D ჯგუფში ითამაშა.

კოტ დივუარმა მალავის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა. სტუმართა შორის ფრანცისკო მადინგამ ითამაშა. გორის „დილას“ 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა შეხვედრა მალავის სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

ამ მარცხის შემდეგ მალაველებს ქვეჯგუფში 4 ტურის შემდეგ 3 ქულა დარჩათ, რითიც პირველადგილოსან კოტ დივუარს 7 ქულით, მეორე ადგილოსან კამერუნს კი 6 ქულით ჩამორჩნენ.