კოსოვოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი - უკეთესია, ერთა ლიგის ნახევარფინალი დეკემბერში ვითამაშოთ
კოსოვოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი - უკეთესია, ერთა ლიგის ნახევარფინალი დეკემბერში ვითამაშოთ

ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებს შორის, ისტორიული ნახევარფინალური შეხვედრები, Covid-19-ის კრიზისის გამო, მარტშიც ჩაიშალა და შემდეგ ივნისშიც.

მაკედონიური მედიის ცნობით, ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის მატჩი ოქტომბერში ან ნოემბერში გაიმართება და დიდი ალბათობით, მაყურებლების გარეშე, დაკეტილ სტადიონზე ჩატარდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება კოსოვოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერნარ შალანდმა ადგილობრივ მედიასთან გამოთქვა.

„მე თუ მკითხავთ, ჩვენთვის და მაკედონიისთვის მატჩის გამართვის საუკეთესო ვადა დეკემბერი იქნება.საქმე ისაა, რომ სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბერში ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში ექვსი მატჩი გაიმართება. ეს მოსამზადებლად შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება. მაკედონიასთან მატჩამდე მეტი თამაშის ჩატარება ნამდვილად წაგვადგება. ამიტომ მე ვამბობ, უმჯობესია, რომ კოსოვო ჩრდილოეთ მაკედონიას დეკემბერში ეთამაშოს”, – აღნიშნავს შალანდი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს შეხვდება, გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს წყივილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.